Tuesday, July 12, 2016

დღე მეცხრე:  გავიხსენეთ  ის მასალა რაც ვისწასვლეთ  ინტელის კურსზე, ვისმენთ  პროექტების პრეზენტაციებს : თ ჭყოიძემ წარმოადგინა " ინგლისური ბარბარიზმები ქართულ ენაში" აქტუალური თემაა  ჩვენი ენა მართლაც  მოსაფრთხილებელია. ირინა შეყილაძემ  წარმოადგინა"  რატომ უნდა ვისწავლოთ გერმანული ენა" მართლაც დამაჯერებელი პრეზენტაციუია იყო და არგუმენტირებული. ნ ზვერიაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია " ჯანსაღი კვება" მართლაც  აქტუალური მითუმეტეს მოსწავკეებისთვის .
დ . ნამგალაური  " ვეფხის ტყაოსანი ქართულ პოეზიაში და  მხატვრებთან" ძალიან საინტერესო  და ახლის მთქმელია.გურანდა თავაძე"  მცენარეთა როლი" პროექტი მოსწავლეებს  ბევრს ასწავლის. ქეთი ნახუცრიშვილი პრეზენტაცია ეხება საინტერესო თემას " რას ვკითხულობთ დღეს"ნინო დილებაშვილი " რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის უცნობი დეტალები" ძალიან ბევრ სიახლეს გაიგებენ მოსწავლეები. მაია ბაწელაშვილის  პროექტია " ქართული სიმღერა და საგალობელი" მოსწაავლეები ვფიქრობ ხალისით შეასრულებენ დავალებებს .  ნინო ჩიჯავაძემ წარმოადგინა " გლობალური დათბობა" აქტუალური და სახალისო იქნება მოსწავლეებისათვის. მარიამ წერეთელი  ანუ ჩემი პროექტია " ექვთიმე თაყაიშვილი ოქრის ფონდი" ვფიქრობ მოსწავლეები ბევრს გაიგებენ და  ისწავლიან.დიდი მადლობა ქალბატონ მანანას !

Monday, July 11, 2016

დღე მერვე:  დაუსრულებელ დავალებაზე ვიმუშავეთ,  დავასრულეთ  აქტივობების შექმნა მიზნებიდან გამომდინარე, გავეცანით მეშვდე მოდულს ანუ ფასილიტაციის შესახებ , შევქმენით  ონლაინ კითხვარი.

Friday, July 8, 2016

დღე მესვიდე:  გავეცანით მეექვსე მოდულში საკითხებს  მრავალმხრივი ინტელექტის სესახებ. გარდნერის მიხედვით, პორთფოლიო ავტვირთეთ  ბლოგზე. შევქმენით კითხვარი მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის. ასევე  მივუთითეთ აქტივობები.

Thursday, July 7, 2016

დღე მეექვსე: გავეცანით  ბლოგზე პრეზენტაციების ჩაშენებას. შევადგინეთ შეფასების რუბრიკები პროექტის მიზნებიდან და აქტივობებიდან გამომდინარე.

Wednesday, July 6, 2016

დღე მეხუთე: გავაზიარეთ პორთპოლიოს პრეზენტაცია და გავაკეთეთ კომენტარები. გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას. მოვიპოვეთ  ინტერნეტიდან საჭირო მასალა და ლინკები. ჩავდექით მოსწავლის როლში და შევქმენით  პრეზენტაცია.ჩავსვით მოპოვებული ინფორმაცია.

Friday, July 1, 2016

დღე მეოთხე:  მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან გავეცანით შეფასების  5 მიზანს  ავარჩიეთ სასურველი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები რომელსაც გამოვიყენებთ პროექტის შეფასებისას..
მოსწავლეთა  შესაფასებლად   ავარჩიეთ გონებრივი იერიში.ავირჩიეთ შეფასების სხვადასხვა   მეთოდები და ინსტრუმენტები.

Monday, June 27, 2016

დღე მესამე: განახლებული ბლუმის  ტაქსონომიის სიტყვები  შევადარეთ   სტანდარტებს  რომელშიც გამოვყავით მაღალი სააზროვნო დონეები, 2 მოდულის 1 აქტივობიდან. ყველა ინდიკატორისთვის შევათავსეთ მიზნები რომლებიც უნდა  შეფასების საშვალებას იძლეოდეს.  გამოვყავით კითხვები : ზოგადი ,  თემატური, შინაარსობრივი.  ყველაფერი ავტვირთეთ  დრაივზე.

Tuesday, June 21, 2016

დღე მეორე: მოვისმინეთ  დაგეგმილი პროექტების შინაარსები , ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა , სურათების გადმოწერა, შევურჩიეთ ინდიკატორები     21-სა უნარჩვევებიდა. საჭირი სტანდარტები შევუსაბამედ  ეროვნულ სასწავლო გეგმას,

Monday, June 20, 2016

ტრენინგის პირველ დღეს გავიცანი ტრენერი , რომელმაც  ძალიან  კარგად  ჩამოგვიყალიბა ტრენინგის შინაარსი ანუ  პროექტის დაგეგმვის პროცესი ის, რომ პროექტი ს წინ ტარდება კვლევა იკვეთება პრობლემა, თითეული აქტივობა მორგებული უნდა იყოს მოსწავლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პროექტის წინ შევქმენიტთ პორთფოლიო , რაც დაგვეხმარება მსვლელობისას . საჭიროა შეფასების რუბრიკა, პროექტი უნდა იყოს საინტერესო  , მოსწავლემ საწირო დროს საჭირო ადგილას გამოიყენოს შეძენილი ცოდნა.